ცხელი ხაზი: 72 67 17; 890 26 16 27
ფოტო გალერეა
ჩვენი პარტნიორები
a

 

a


 

 

 

 

ირინა, 40 წლის: “ვარ  40 წლის ქალი, რომელმაც მრუდე გზით იარა... არ მინდა ვიყო მკაცრი, იმ ადამიანების მიმართ (ვგულისხმობ ოჯახს), რომელთა წყალობითაც მე ამ გზით დავიწყე სიარული, მაგრამ ლომის წილი სწორედ მათ მიუძღვით, რადგან მე ჩემი ოჯახის წევრები ფიზიკური, ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ვარ".

 
მაკა (23 წლის): “სასაუბრო ბევრიც არ არის. დავიბადე და გავიზარდე ერთ-ერთ პატარა ქალაქში. მამა ბუნდოვნად მახსოვს, როგორ მოდიოდა სამსახურიდან, როგორ მისვამდა მუხლზე და თავზე მეფერებოდა. ისიც მახსოვს, როგორ მიყიდა პირველ კლასში წითელი პალტო. ის პალტო მერე მერხს გამოვკარი და რომ გაირღვა, ვიტირე. მახსოვს მისი სიცილით ნათქვამი: ჩემი გოგოს თვალზე ცრემლს რა უნდაო. მამის სიკვდილის შემდეგ დამთავრდა ჩემთვის სიხარულიც და ბავშვობაც.
 
მარიამი, (67 წლის): “ძალიან მერიდება იმის მოყოლა, რაც მჭირს, შვილო. როგორი მოსაყოლია, როგორ მცემენ 67 წლის მოხუც ადამიანს საკუთარი შვილიშვილები, როგორ არ მაჭმევენ საჭმელს; როგორ მაგდებენ საკუთარი სახლიდან, სახლიდან, რომლის შეძენაშიც წილი მიმიძღვის. როგორ უნდა გამწარდეს ადამიანი, რომ საკუთარი თავსლაფდასხმა გარეთ გამოიტანოს, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს. დავიღალე, შვილო, ძალიან დავიღალე, გარე-გარე წანწალით, ჭერისა და ლუკმა-პურის ძებნით.
 
მაია (41 წლის): “20 წლისა ვიყავი, როცა გავთხოვდი, გავყევი კარგ თბილისელ ბიჭს. დათო ჩემზე 5 წლით უფროსი იყო. ჩვენ ერთად ვსწავლობდით უნივერსიტეტში. ცალკე დავსახლდით. ნელ-ნელა ავაწყვეთ ურთიერთობა _ შეგვეძინა ბიჭი, ერეკლე, რომელზეც მამას მზე ამოსდიოდა. გადიოდა დრო. ხან გვილხინდა, ხან გვიჭირდა და ვცხოვრობდით, სანამ დათო არ დაიჭირეს: თავისი მოვალე გამოლანძღა, რომელიც 3 საათის შემდეგ მოულოდნელად გარდაიცვალა.
 
ნანო, 20 წლის: მამაჩემმა სამი შვილი მიატოვა და ვიღაც ქალს გადაეკიდა. Dდედაჩემი ვინ არის? მიჭირს, სახელი “დედა” ვუწოდო ქალს, ვინც გაგვზარდა, თუმცა, რაღა გაგვზარდა. მე და ჩემი და-ძმა პატარები ვიყავით, როცა ამ ქალმა ინტერნატში ჩაგვაბარა. ინტერნატიდან ჩემი და გააშვილეს, მას შემდეგ აღარც გვინახავს, ვიცით მხოლოდ, რომ კარგ ოჯახში მოხვდა და ახლა საქართველოში აღარ ცხოვრობს. არ ვიცი, რა არის ბედნიერი ბავშვობა. საკუთარი ბავშვობიდან მახსოვს ინტერნატის ჩამოტყავებული კედლები, ჟანგიანი ონკანი და ტარაკანიანი საჭმელი. მე და ჩემს ძმას მიწაზე დაგდებული პურის ნარჩენებიც გვიჭამია და გვერდდამპალი ხილიც. ომის პერიოდი იყო. ვერ წარმოიდგენთ, იმდროინდელ ბავშვებს რა გვაქვს გამოვლილი.
 

ნანა, 40 წლის: “მე ერთი ჩვეულებრივი ქართველი ქალი ვარ, 40 წლის, უმაღლესი განათლებით... ადრე გავთხოვდი, მაშინ 20 წლის ვიყავი, სტუდენტი. შვილი სამი წელი არ მყავდა... არც მინდოდა, ვიდრე სწავლას არ მოვრჩებოდი. თუმცა, ვინ დამაცადა, მალევე დაიწყო საყვედურები, რომ მე არ ვზრუნავდი შვილის გაჩენაზე და ეს შეიძლება, ოჯახის დანგრევის მიზეზი გამხდარიყო... ისეთი კაცის ცოლი გავხდი, ვისზეც არ მიფიქრია იმდენად სერიოზულად, როგორც სხვა თაყვანისმცემელებზე. დედა და ბებია ყველას იცნობდნენ, მაგრამ მიწუნებდნენ: ზოგი წითურიაო, ზოგს თმა არ აქვსო, ზოგი დაბალიაო...

0