ირინა, 40 წლის: “ვარ 40 წლის ქალი, რომელმაც მრუდე გზით იარა... არ მინდა ვიყო მკაცრი, იმ ადამიანების მიმართ (ვგულისხმობ ოჯახს), რომელთა წყალობითაც მე ამ გზით დავიწყე სიარული, მაგრამ ლომის წილი სწორედ მათ მიუძღვით, რადგან მე ჩემი ოჯახის წევრები ფიზიკური, ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ვარ.
ასეთ ატმოსფეროში გაზრდილ ადამიანს არაჯანსაღი აზროვნება აქვს. მე ჩემს თავსაც ვადანაშაულებ, იქნებ მეც დავაკელი ძალისხმევა საკუთარ თავზე მუშაობას... მაგრამ ალბათ ეს გზა უნდა გამევლო, რომ სხვისი ტკივილი უსიტყვოდ გამეგო...
მცდარი გზაო, რადგან ვამბობ ე.ი. უამრავი შეცდომა დავუშვი. ყველაზე ცუდი კი ალბათ ნარკოტიკის გასინჯვა იყო, რადგან გიყალიბდება ლტოლვა გონების გაბრუებისა და სხვადასხვა საშუალების გამოყენებას ცდილობ... ნარკოტიკს კი ის სინჯავს, ვისაც პრობლემა აქვს და არ იცის, რას ეძებს...
მადლობა უფალს, რომ ეს ყველაფერი გავაცნობიერე, ყველაფერს დაერქვა თავისი სახელი და ამჟამად ვცდილობ ღვთის სათნოდ ვიცხოვრო იმ ჯგუფთან ერთად, რომელსაც ყოფილი მომხმარებლები შეადგენენ და ზუსტად იქ ვარ, სადაც უნდა ვიმყოფებოდე... მინდა საკუთარი თავი მიყვარდეს და ყველა…ის ადამიანი, ვიცი წყალობითაც ცხოვრება დამიმახინჯდა. გულით მივუტევე ყველას, მეც ხომ უამრავი რამ უნდა მომიტევოს უფალმა”... … |