16 ივნისს სასტუმრო „ილიანში“ ძალადობისგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა ესტონელ პარტნიორებთან ერთად საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტებისთვის, ჩაატარა ტრენინგი, რომელიც ეძღვნებოდა ოჯახში ძალადობის საკითხებს, მედიაში ამ პრობლემების გაშუქებას და მსხვერპლებთან მუშაობის თავისებურებებს.
ტრენინგს უძღვებოდნენ ქსელის დირექტორი ნატო შავლაყაძე, ესტონელი სოციოლოგი, პროექტის ხელმძღვანელი, ირის პეტაი, ესტონეთის „ღია საზოგადოების“ განყოფილების ხელმძღვანელი ჰელვე კაზე და ფსიქოლოგი ტინა ნარატისი. შეხვედრაში მონაწილეობდა 25 ჟურნალისტი თბილისიდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან.
ტრენინგი ჩატარდა პროექტის ფარგლებში „საქართველოს ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაუმჯობესება ოჯახში ძალადობის პრევენციისათვის და მსხვერპლების დასახმარებლად“, რომელსაც ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი (ძდექ–ი) ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ესტონეთის ღია საზოგადოების ინსტიტუტთან ერთად ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ესტონეთის გამოცდილების გაზიარებას ოჯახში ძალადობის პრევენციის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში ძალადობის შესამცირებლად ეფექტური მეზანიზმების შექმნას, ასევე მსხვერპლთა დახმარებას.
|