| ტრენინგი ჟურნალისტებისთვის |
 | 16 ივნისს სასტუმრო „ილიანში“ ძალადობისგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა ესტონელ პარტნიორებთან ერთად საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტებისთვის, ჩაატარა ტრენინგი, რომელიც ეძღვნებოდა ოჯახში ძალადობის საკითხებს, მედიაში ამ პრობლემების გაშუქებას და მსხვერპლებთან მუშაობის თავისებურებებს. |
 |
| ტრენინგი ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის წარმომადგენლებისთვის |
 | 14–15 ივნისს სასტუმრო „ილიანში“ ძალადობისგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა ესტონელ პარტნიორებთან ერთად ქსელის წევრებისთვის ჩაატარა ტრენინგი, რომელიც ეძღვნებოდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლებთან მუშაობის თავისებურებებს. ტრენინგს უძღვებოდნენ ქსელის დირექტორი ნატო შავლაყაძე, ესტონელი სოციოლოგი, პროექტის ხელმძღვანელი, ირის პეტაი, ესტონეთის „ღია საზოგადოების“ განყოფილების ხელმძღვანელი, ჰელვე კაზე და ფსიქოლოგი ტინა ნარატისი. შეხვედრაში მონაწილეობდა 30–მდე პროფესიონალი საქართველოს ყველა რეგიონიდან. |
 |
| „ქალები ქალებისათვის“ პარტნიორ ორგანიზაციებს ეხმარება |
 | 2010 წლის 6 მაისს ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის ოფისში თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი „პროექტის ციკლი, დაგეგმვა და მართვა“. ძდექ–ის ერთ–ერთი პარტნიორის, შვედური ორგანიზაციის „ქალები ქალებისათვის“, მოწვევით ტრენინგს უძღვებოდა `Cowi Belgium” პროექტების მენეჯერი ალბინა შუისკაია. |
 |
| კაცები გენდერული ძალადობის წინააღმდეგ |
 | 2010 წლის 15–17 აპრილს თბილისში გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივით გენდერულ და ოჯახში ძალადობის თემაზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ჩატარდა ტრენინგი „კაცები კაცებს“. |
 |
| ტრენინგი სამართალდამცველებისთვის |
 | 13-14 და 15-16 აპრილს საქართველოს გენერალური პროკურატურის შენობაში გაიმართა სემინარი პოლიციელებისა და პროკურატურის თანამშრომლებისთვის `პოლიციის როლი ოჯახში ძალადობის პრობლემის დაძლევის საქმეში~. ორივე სესიაში მონაწილეობდა 40-მდე სამართალდამცველი |
 |
| უცხოელი მოხალისეები ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელში |
 | 2010 წლის თებერვლიდან ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელში მუშაობს ორი მოხალისე: გერმანელი სოფია ლენა სავალი და ლატვიელი ჟურნასლიტი ინგა პოპოვაიტე. ისინი ახალგაზრდების გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ჩამოვიდნენ საქართველოში და ინგლისურ ენას ასწავლიან ოფისის თანამშრომლებს. |
 |
| ,,კრიზისული ცენტრი შიდა ქართლის ქალებისათვის” |
 | ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის შიდა ქართლის კომიტეტი 2009 წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს ,,კრიზისული ცენტრი შიდა ქართლის ქალებისათვის”. მეორე სესია 1 მარტიდან დაიწყო... |
 |
| ქართველი სპეციალისტების ვიზიტი ესტონეთში |
 | 2009 წლის 21 დეკემბერს ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის წარმომადგენლები ნატო შავლაყაძე და ელისო ამირეჯიბი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსის მოადგილე ზვიად ოქროპირიძე, მცხეთა-თბილისის საპატრულო სამსახურის უფროსის მოადგილე ზურა ვახტანგიშვილი, თბილისის სასწრაფო გადაუდებელი სამსახურის სამედიცინო დირექტორი მადონა ჭეიშვილი სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ ესტონეთს. |
 |
| საქველმოქმედო აქცია |
 |
“ოცნება ¹5”, _ ასე ჰქვია ბრენდს, რომელიც თექისა და კერამიკის უნიკალურ ნამუშევრებს გთავაზობთ. მათი შექმნისას გამოყენებულია ქართული და ევროპული ტექნოლოგია.
რატომ “ოცნება ¹5”? შემოქმედებითი ჯგუფი 2009 წლის ოქტომბერში ჩამოყალიბდა ქალთა და არასრულწლოვანთა საერთო და მკაცრი რეჟიმის ¹5 დაწესებულებაში. ჟგუფის წევრები თავისუფლებაზე ოცნებობენ, შემოქმედებაში კი ახალ ტექნიკებს ეძებენ, საინტერესო და ორიგინალურ იდეებს გვთავაზობენ.
სამშაბათს, 15 დეკემბერს 18 საათზე საქპატენტის გალერეა “რაციოში” (ილია ჭავჭავაძის I შესახვევი, ¹31) გაიხსნა დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების გამოფენა.
|
 |
| ტრენინგი ბავშვთა უფლებების თემაზე |
 | ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით ახორციელებს პროქტს _ “ახალი მიდგომების დანერგვა ტრეფიკინგისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში მყოფ ბავშვებთან მუშაობის პროცესში”.
|
 |