ცხელი ხაზი: 72 67 17; 890 26 16 27
ფოტო გალერეა
ჩვენი პარტნიორები
a

 

a


 

 

 

ტრენინგი ჟურნალისტებისთვის

16 ივნისს სასტუმრო „ილიანში“ ძალადობისგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა ესტონელ პარტნიორებთან ერთად საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტებისთვის,  ჩაატარა ტრენინგი, რომელიც ეძღვნებოდა ოჯახში ძალადობის საკითხებს, მედიაში ამ პრობლემების გაშუქებებს და  მსხვერპლებთან მუშაობის თავისებურებებს.

ტრენინგი ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის წარმომადგენლებისთვის

14–15 ივნისს სასტუმრო „ილიანში“ ძალადობისგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა ესტონელ პარტნიორებთან ერთად ქსელის წევრებისთვის ჩაატარა ტრენინგი, რომელიც ეძღვნებოდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლებთან მუშაობის თავისებურებებს. ტრენინგს უძღვებოდნენ ქსელის დირექტორი ნატო შავლაყაძე, ესტონელი სოციოლოგი, პროექტის ხელმძღვანელი, ირის პეტაი, ესტონეთის „ღია საზოგადოების“ განყოფილების ხელმძღვანელი, ჰელვე  კაზე და ფსიქოლოგი ტინა ნარატისი. შეხვედრაში მონაწილეობდა 30–მდე პროფესიონალი საქართველოს ყველა რეგიონიდან.

„ქალები ქალებისათვის“ პარტნიორ ორგანიზაციებს ეხმარება

2010 წლის 6 მაისს ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის ოფისში თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი „პროექტის ციკლი, დაგეგმვა და მართვა“. ძდექ–ის ერთ–ერთი პარტნიორის, შვედური ორგანიზაციის „ქალები ქალებისათვის“, მოწვევით ტრენინგს უძღვებოდა  ''Cowi Belgium"  პროექტების მენეჯერი ალბინა შუისკაია.

კაცები გენდერული ძალადობის წინააღმდეგ

2010 წლის 15–17 აპრილს თბილისში გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივით  გენდერულ და ოჯახში ძალადობის თემაზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ჩატარდა ტრენინგი „კაცები კაცებს“.

 

სემინარი პოლიციელებისთვის

13–14 და 15–16 აპრილს საქართველოს გენერალური პროკურატურის შენობაში გაიმართა სემინარი პოლიციელებისა და პროკურატურის თანამსრომლებისთვის „პოლიციის როლი ოჯახში ძალადობის პრობლემის დაძლევის საქმეში“. ორივე სესიაში მონაწილეობდა 40–მდე სამართალდამცველი.

ვიზიტი ესტონეთში

21 დეკემბერს ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის წარმომადგენლები ნატო შავლაყაძე და ელისო ამირეჯიბი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსის მოადგილე ზვიად ოქროპირიძე, მცხეთა-თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ზურა ვახტანგიშვილი, თბილისის სასწრაფო გადაუდებელი სამსახურის სამედიცინო დირექტორი მადონა ჭეიშვილი სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ ესტონეთს.

ტრენინგი ბავშვთა უფლებების თემაზე

ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით ახორციელებს პროქტს _ “ახალი მიდგომების დანერგვა ტრეფიკინგისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში მყოფ ბავშვებთან მუშაობის პროცესში”.

საქველმოქმედო აქცია

15 დეკემბერს საქპატენტის გალერეა “რაციოში” (ილია ჭავჭავაძის გამზ. I შესახვევი, 31) გაიხსნა საქველმოქმედო გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო დეკორატიულ-გმოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.

ქართველი სპეციალისტები პოლონეთის გამოცდილებას გაეცვნენ

2009 წლის 6-12 დეკემბერს ძდექ-ისა და ქალთა კლუბ “პეონის” პროექტის ფარგლებში, შტეფან ბატორის ფონდის მიწვევითა და ფინანსური მხარდაჭერით ქართველი სპეციალისტები, რომლებიც დამოკიდებულების მქონე პატიმართა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის კუთხით მუშაობენ, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით პოლონეთში იმყოფებოდნენ.

კონფერენცია “ნარკოვითარება საქართველოში: პერსპექტივები და ნაბიჯები ევროინტეგრაციისკენ”

8 დეკემბერს სასტუმრო “თბილისი-მერიოტში” გაიმართა კონფერენცია “ნარკოვითარება საქართველოში: პერსპექტივები და ნაბიჯები ევროინტეგრაციისკენ”. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში ოფიციალურად აღრიცხულია 42 ათასზე მეტი ნარკოტიკების მომხმარებელი და ნარკოტიკებზე დამოკიდებული. ექსპერტთა შეფასებით, ეს რიცხვი 200-240 ათასს შეადგენს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2005 წლის ანგარიშის მიხედვით კი, 300 ათასსაც. ექსპერტების მოსაზრებით, აქედან 80-90 ათასი ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია.

0 | 1 | 2 | 3 |